Monday, January 24, 2011

მხოლოდ შენთვის





ყველაფერი მხოლოდ შენთვის მინდა,
გზას მინათებს შენი თვალის ფერი,
გადავივსე სიყვარულით სულო,
ჩავიკარგე ტკბილ გრძნობებში ვნებით.

მწუხრის ჟამი მომაწვება სევდად,
უშენობას შემახსენებს ურცხვად,
მე მივყვები იმ ერთადერთ ვარსკვლავს,
შენს ღიმილს რომ გამოსტაცა ზეცამ!

სიო უკრავს ჩემი სულის ქნარზე,
აცისკროვნებს მზის სხივები წვიმას,
დავფარფატებთ სიყვარულით წამებს,
ვეფერები შენს სულს მე რომ მიმაქვს...

5 comments:

  1. ჩემი ნიჭიერი მარი!!! ♥ ♥ ♥

    ReplyDelete
  2. რა ტკბილია და ...სიყვარულისფერი... ♥ ♥ ♥

    ReplyDelete
  3. რას იზამ ყველას ხომარ ექნება მაგის ნიჭი :D ვსმისლე მასეთი გრძნობის:):P

    ReplyDelete