Saturday, June 23, 2012

. . .

გულის სიღრმეში ჩაღვრილა მთვარე,
იდუმალება მოდის დიადი,
გარინდებულა თვით ანცი სიო,
არ ენანება ცას ხვაშიადი..

ცისკარი ოხრავს, შლის ღრუბლის კარვებს,
მოურიდებლად შეუკრავს წარბი,
წვიმის ნოტები აკვნესებს დარდებს,
გამოუჭრიათ ოცნებებს თარგი.

და მაშინ, როცა ჩაივლის თოვაც,
გაფანტავს ქარი ფანტელებს დაღლილს,
სცენას დაიპყრობს გრძნობები ურცხვად
გადაიხსნება სამოთხის თაღი..

მაყვლის ბუჩქებში ანთებულ ცეცხლით
მოვავარაყებ სტროფებად განცდილს,
სურნელი ასდით იისფერ ღამის,
ლექსად გამოთქმულ, ჩემს გრძნობებს ნამდვილს...