Wednesday, August 31, 2011
მზის ქორწილი შემოდგომაზე
მესმის შემოდგომის ჩურჩული ჩუმი,
ოქროსფერ მტვერში იწვის დედამიწა,
ნაქარგი ლაჟვარდით, მზის მწველი სხივი,
ალმურმოდებული ეხვევა მთაწმინდას.
იისფერ ნოტებს რითმავს ბინდ-ბუნდი,
ცა ოქროსფერად ირთვება ფარჩით,
სიცოცხლის ამგვარ ორომტრიალში,
მარგალიტები იბნევა ქარში..
ფერხულში ჩაბმულან ვარსკვლავფერიები,
გაჩაღებულა ქორწილი ცაში,
მზე ჩვენს მიწასთან ჯვარდაწერილი,
მოხატულ თვალ-წარბს განიბანს ცვარში.
Thursday, June 30, 2011
შემობრძანება
დილის ცვრისფერი გრძნობა მოვიდა
წამართვა საღი გონი,
შენი გზა ჩემში რომ შემოვიდა
ბედისწერაა მგონი..
ყაყაჩოს გულში ჩაბნეულ მძივებს
ოქროს სხივები ათბობს,
იების ტყეში მე გავირინდე
გულისთქმა ამ ლექსს მანდობს.
20.04.2010
წამართვა საღი გონი,
შენი გზა ჩემში რომ შემოვიდა
ბედისწერაა მგონი..
ყაყაჩოს გულში ჩაბნეულ მძივებს
ოქროს სხივები ათბობს,
იების ტყეში მე გავირინდე
გულისთქმა ამ ლექსს მანდობს.
20.04.2010
Monday, January 24, 2011
მხოლოდ შენთვის
ყველაფერი მხოლოდ შენთვის მინდა,
გზას მინათებს შენი თვალის ფერი,
გადავივსე სიყვარულით სულო,
ჩავიკარგე ტკბილ გრძნობებში ვნებით.
მწუხრის ჟამი მომაწვება სევდად,
უშენობას შემახსენებს ურცხვად,
მე მივყვები იმ ერთადერთ ვარსკვლავს,
შენს ღიმილს რომ გამოსტაცა ზეცამ!
სიო უკრავს ჩემი სულის ქნარზე,
აცისკროვნებს მზის სხივები წვიმას,
დავფარფატებთ სიყვარულით წამებს,
ვეფერები შენს სულს მე რომ მიმაქვს...
Tuesday, January 4, 2011
დასაწყისი..
მაშ ასე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ.. სწორედ ამიტომ ვარქმევ ჩემს პირველ "პოსტს" დასაწყისს. სიმართლე გითხრათ, მაშინ როცა ამ პოსტს ვწერ, წარმოდგენა არ მაქვს თუ რაზე დავწერ, და არ ვიცი საბოლოოდ რა გამომივა..
ხანდახან , ისე მარტოდ ვგრძნობ თავს, ასე მგონია დედამიწაზე ერთადერთი ცოცხალი ადამიანი ვარ... თუმცა, ეს მხოლოდ ხანდახან :):) და ეს ძალიან მახარებს! მოდით ასე მოვიქცეთ, მე მოგიყვებით თუ როგორ დაიწყო ყველაფერი, შეიძლება ეს არცთუ ისე საინტერესოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ შევეცდები ისე გადმოვცე დაინტერესდეთ, ან ის მაინც არ იფიქროთ : "რა უნდა ამ ადამიანს?"
მართალია 1990 წლის 23 ნოემბერს დავიბადე, ჩემი არსებობა გაცილებით ადრე, 1990 წლის მარტიდან, დაიწყო.. ცხრა თვე, რომლის განმავლობაშიც დედაჩემს ვამზადებდი იმისთვის, რომ მე გავეზარდე, უცებ გავიდა და დავიბადე:) არ ვტყუი, როცა ვამბობ მე ვამზადებდი. განა მომავალი შვილის სიყვარული არ უღვიძებს მომავალ დედას შვილის გაზრდის ინსტიქტს? და აი, დავიბადე ტირილით და დედაჩემის სიხარულის ცრემლების თანხლებით...
გავიდა 20 წელი. ტკივილიანიც და სიხარულიანიც, ტირილიანიც და ღიმილიანიც, ნდობადაკარგულიც და კვლავ რწმენამოპოვებულიც, იმედგაცრუებულიც და კვლავ დარწმუნებული იმაში, რომ სასწაულები ხდება და თუკი ჩემი გული წამართვეს, სამაგიეროდ უკეთესი ვიპოვე! უკეთესი ყველასა და ყველაფერზე, რომელმაც სულის სიმშვიდე მომიტანა და მაგრძნობინა რომ ბედნიერი ვარ!
დასაწყისიდან დღევანდელობაზე გადმოვსულვარ..რომელშიც 20 წლის სტუდენტი გოგონა ვარ (დიახ, დიახ გოგონა! ჯერ კიდევ ბავშვი მგონია საკუთარი თავი:D ) ველოდები ცხოვრების უკიდეგანო ოკეანეს.. რომელშიც უკვე შევცურე მაგრამ ჯერ ვერ გავითავისე... ვერაფერს ვამჩნევ მზიანი ზეცისა და ბედნიერების ნიავის გარდა, რომელიც ჩემი სიყვარულის გემს მიაცურებს სიხარულით იალქნებაშლილს...

Subscribe to:
Posts (Atom)