Saturday, June 23, 2012

. . .

გულის სიღრმეში ჩაღვრილა მთვარე,
იდუმალება მოდის დიადი,
გარინდებულა თვით ანცი სიო,
არ ენანება ცას ხვაშიადი..

ცისკარი ოხრავს, შლის ღრუბლის კარვებს,
მოურიდებლად შეუკრავს წარბი,
წვიმის ნოტები აკვნესებს დარდებს,
გამოუჭრიათ ოცნებებს თარგი.

და მაშინ, როცა ჩაივლის თოვაც,
გაფანტავს ქარი ფანტელებს დაღლილს,
სცენას დაიპყრობს გრძნობები ურცხვად
გადაიხსნება სამოთხის თაღი..

მაყვლის ბუჩქებში ანთებულ ცეცხლით
მოვავარაყებ სტროფებად განცდილს,
სურნელი ასდით იისფერ ღამის,
ლექსად გამოთქმულ, ჩემს გრძნობებს ნამდვილს...

Wednesday, August 31, 2011

მზის ქორწილი შემოდგომაზე


მესმის შემოდგომის ჩურჩული ჩუმი,
ოქროსფერ მტვერში იწვის დედამიწა,
ნაქარგი ლაჟვარდით, მზის მწველი სხივი,
ალმურმოდებული ეხვევა მთაწმინდას.



იისფერ ნოტებს რითმავს ბინდ-ბუნდი,
ცა ოქროსფერად ირთვება ფარჩით,
სიცოცხლის ამგვარ ორომტრიალში,
მარგალიტები იბნევა ქარში..

ფერხულში ჩაბმულან ვარსკვლავფერიები,
გაჩაღებულა ქორწილი ცაში,
მზე ჩვენს მიწასთან ჯვარდაწერილი,
მოხატულ თვალ-წარბს განიბანს ცვარში.

Thursday, June 30, 2011

შემობრძანება

დილის ცვრისფერი გრძნობა მოვიდა
წამართვა საღი გონი,
შენი გზა ჩემში რომ შემოვიდა
ბედისწერაა მგონი..

ყაყაჩოს გულში ჩაბნეულ მძივებს
ოქროს სხივები ათბობს,
იების ტყეში მე გავირინდე
გულისთქმა ამ ლექსს მანდობს.
20.04.2010

Monday, January 24, 2011

მხოლოდ შენთვის





ყველაფერი მხოლოდ შენთვის მინდა,
გზას მინათებს შენი თვალის ფერი,
გადავივსე სიყვარულით სულო,
ჩავიკარგე ტკბილ გრძნობებში ვნებით.

მწუხრის ჟამი მომაწვება სევდად,
უშენობას შემახსენებს ურცხვად,
მე მივყვები იმ ერთადერთ ვარსკვლავს,
შენს ღიმილს რომ გამოსტაცა ზეცამ!

სიო უკრავს ჩემი სულის ქნარზე,
აცისკროვნებს მზის სხივები წვიმას,
დავფარფატებთ სიყვარულით წამებს,
ვეფერები შენს სულს მე რომ მიმაქვს...

Tuesday, January 4, 2011

დასაწყისი..


       მაშ ასე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ.. სწორედ ამიტომ  ვარქმევ ჩემს პირველ "პოსტს" დასაწყისს. სიმართლე გითხრათ, მაშინ როცა ამ პოსტს ვწერ, წარმოდგენა არ მაქვს თუ რაზე დავწერ, და არ ვიცი საბოლოოდ რა გამომივა..
        
ხანდახან
 , ისე მარტოდ ვგრძნობ თავს, ასე მგონია დედამიწაზე ერთადერთი ცოცხალი ადამიანი ვარ... თუმცა, ეს  მხოლოდ  ხანდახან :):) და ეს ძალიან  მახარებს! მოდით ასე მოვიქცეთ,  მე  მოგიყვებით  თუ  როგორ  დაიწყო  ყველაფერი, შეიძლება  ეს  არცთუ  ისე  საინტერესოდ  მოგეჩვენოთ,  მაგრამ შევეცდები  ისე  გადმოვცე  დაინტერესდეთ,  ან  ის  მაინც  არ  იფიქროთ :  "რა  უნდა  ამ  ადამიანს?"
       მართალია 1990 წლის 23 ნოემბერს დავიბადე, ჩემი არსებობა გაცილებით ადრე,  1990 წლის მარტ
დან, დაიწყო.. ცხრა თვე, რომლის განმავლობაშიც დედაჩემს  ვამზადებდი იმისთვის, რომ მე გვეზარდე, უცებ გავიდა და დავიბადე:) არ ვტყუი, როცა ვამბობ მე ვამზადებდი. განა მომავალი შვილის სიყვარული არ უღვიძებს მომავალ დედას შვილის გაზრდის ინსტიქტს? და აი, დავიბადე ტირილი და დედამის სიხარულის ცრემლების ანხლებით...
        გავიდა 20 წელი. ტკივილიანიც და სიხარულიანიც, ტირილიანიც და ღიმილიანიც, ნდობადაკარგულიც და კვლავ რწმენამოპოვებულიც, იმედგაცრუებული
 და კვლავ დარწმუნებული იმაში, რომ სასწაულები ხდება და თუკი ჩემი გული წამართვეს, სამაგიეროდ უკეთესი ვიპოვე! უკეთესი ყველასა და ყველაფერზე, რომელმაც სულის სიმშვიდე მომიტანა და მაგრძნობინა რომ ბედნიერი ვარ!
      დასაწყისიდან დღევანდელობაზე გადმოვსულვარ..რომელშიც 20 წლის სტუდენტი გოგონა ვარ (დიახ, დიახ გოგონა! ჯერ კიდევ ბავშვი მგონია საკუთარი თავი:D ) ველოდები ცხოვრების უკიდეგანო ოკეანეს.. რომელშიც უკვე შევცურე მაგრამ ჯერ ვერ გავითავისე... ვერაფერს ვამჩნევ მზიანი ზეცისა და ბედნიერების ნიავის გარდა, რომელიც ჩემი სიყვარულის გემს მიაცურებს  სიხარულით იალქნებაშლილს...