Tuesday, January 4, 2011

დასაწყისი..


       მაშ ასე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ.. სწორედ ამიტომ  ვარქმევ ჩემს პირველ "პოსტს" დასაწყისს. სიმართლე გითხრათ, მაშინ როცა ამ პოსტს ვწერ, წარმოდგენა არ მაქვს თუ რაზე დავწერ, და არ ვიცი საბოლოოდ რა გამომივა..
        
ხანდახან
 , ისე მარტოდ ვგრძნობ თავს, ასე მგონია დედამიწაზე ერთადერთი ცოცხალი ადამიანი ვარ... თუმცა, ეს  მხოლოდ  ხანდახან :):) და ეს ძალიან  მახარებს! მოდით ასე მოვიქცეთ,  მე  მოგიყვებით  თუ  როგორ  დაიწყო  ყველაფერი, შეიძლება  ეს  არცთუ  ისე  საინტერესოდ  მოგეჩვენოთ,  მაგრამ შევეცდები  ისე  გადმოვცე  დაინტერესდეთ,  ან  ის  მაინც  არ  იფიქროთ :  "რა  უნდა  ამ  ადამიანს?"
       მართალია 1990 წლის 23 ნოემბერს დავიბადე, ჩემი არსებობა გაცილებით ადრე,  1990 წლის მარტ
დან, დაიწყო.. ცხრა თვე, რომლის განმავლობაშიც დედაჩემს  ვამზადებდი იმისთვის, რომ მე გვეზარდე, უცებ გავიდა და დავიბადე:) არ ვტყუი, როცა ვამბობ მე ვამზადებდი. განა მომავალი შვილის სიყვარული არ უღვიძებს მომავალ დედას შვილის გაზრდის ინსტიქტს? და აი, დავიბადე ტირილი და დედამის სიხარულის ცრემლების ანხლებით...
        გავიდა 20 წელი. ტკივილიანიც და სიხარულიანიც, ტირილიანიც და ღიმილიანიც, ნდობადაკარგულიც და კვლავ რწმენამოპოვებულიც, იმედგაცრუებული
 და კვლავ დარწმუნებული იმაში, რომ სასწაულები ხდება და თუკი ჩემი გული წამართვეს, სამაგიეროდ უკეთესი ვიპოვე! უკეთესი ყველასა და ყველაფერზე, რომელმაც სულის სიმშვიდე მომიტანა და მაგრძნობინა რომ ბედნიერი ვარ!
      დასაწყისიდან დღევანდელობაზე გადმოვსულვარ..რომელშიც 20 წლის სტუდენტი გოგონა ვარ (დიახ, დიახ გოგონა! ჯერ კიდევ ბავშვი მგონია საკუთარი თავი:D ) ველოდები ცხოვრების უკიდეგანო ოკეანეს.. რომელშიც უკვე შევცურე მაგრამ ჯერ ვერ გავითავისე... ვერაფერს ვამჩნევ მზიანი ზეცისა და ბედნიერების ნიავის გარდა, რომელიც ჩემი სიყვარულის გემს მიაცურებს  სიხარულით იალქნებაშლილს...

4 comments:

  1. კეთილი იყოს შენი მოსვლა ბლოგოსფეროს ლამაზ სამყაროში! :–)მარი ძალიან თბილი და ოპტიმიზმით აღსავსე ბლოგია და მჯერა სულ ასეთად დარჩება :–)
    პირველივე პოსტიდან ჩანს შენი სულის სიღრმე და სილამაზე..
    ,,დასაწყისიდან დღევანდელობაზე გადმოვსულვარ..ველოდები ცხოვრების უკიდეგანო ოკეანეს.. რომელშიც უკვე შევცურე მაგრამ ჯერ ვერ გავითავისე... ვერაფერს ვამჩნევ მზიანი ზეცისა და ბედნიერების ნიავის გარდა, რომელიც ჩემი სიყვარულის გემს მიაცურებს სიხარულით იალქნებაშლილს...''
    წარმატებები საყვარელო!!!მოუთმენლად ველი სიახლეებს ბლოგზე..:–)

    ReplyDelete
  2. აქამდე სად ვიყავი ნეტა :) შენი კომენტარი მაბედნიერებს :) პირველი ხარ ძვირფასო, ვინც ჩემი ბლოგი შეაფასა შევეცდები არ გავაცრუო იმედები :)

    ReplyDelete
  3. dzalian kargi postia:) mec minda vflobde blogze postebis gaketebis natif xelovnebas! postidan migebuli siamvneba veranairad ver sheedreba sxva ubralod mokdav siamovnebebs :) mari pirdapir bednieri var rom ert erti pirveli var vinc es waikitxa.. amayi var rom shen chemi megobari xar.. cota ar iyos mshurs..

    p.s. dgeidan sheni mudmivi mkixtveli, tayvanismcemeli da megobari sheni arhil qobuladze :)

    ReplyDelete
  4. ასეთი სიდიდის ცინიზმი არ იყო საჭირო ძვირფასო არჩილ :)

    ReplyDelete