Wednesday, August 31, 2011

მზის ქორწილი შემოდგომაზე


მესმის შემოდგომის ჩურჩული ჩუმი,
ოქროსფერ მტვერში იწვის დედამიწა,
ნაქარგი ლაჟვარდით, მზის მწველი სხივი,
ალმურმოდებული ეხვევა მთაწმინდას.



იისფერ ნოტებს რითმავს ბინდ-ბუნდი,
ცა ოქროსფერად ირთვება ფარჩით,
სიცოცხლის ამგვარ ორომტრიალში,
მარგალიტები იბნევა ქარში..

ფერხულში ჩაბმულან ვარსკვლავფერიები,
გაჩაღებულა ქორწილი ცაში,
მზე ჩვენს მიწასთან ჯვარდაწერილი,
მოხატულ თვალ-წარბს განიბანს ცვარში.